ხშირად დასმული კითხვები
შესაძლებელია თუ არა პანელების ადგილზე შეძენა?
დიახ. ATELIER MATERIS-ის ყველაზე მოთხოვნადი დეკორები მარაგშია ხელმისაწვდომი და მათი შეძენა შესაძლებელია დაუყოვნებლივ, მარაგის არსებობის შემთხვევაში. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია პროექტის სწრაფად დასრულება, რეკომენდებულია წინასწარ დაგვიკავშირდეთ, რათა გადაამოწმოთ სასურველი დეკორის ხელმისაწვდომობა.
როდის არის უმჯობესი პანელების შეკვეთით ჩამოტანა?
თუ გსურთ კონკრეტული ტექსტურა, ფერი ან კოლექცია, რომელიც მარაგში არ არის, საუკეთესო გადაწყვეტილებაა შეკვეთის წინასწარ გაფორმება. ATELIER MATERIS შეკვეთით გთავაზობთ თანამედროვე ინტერიერში აქტუალური პრაქტიკულად ყველა ტიპის დეკორსა და ფერს. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ადგილობრივად არსებული არჩევანით და ზუსტად იმ მასალა შეარჩიოთ, რომელიც თქვენს პროექტს შეესაბამება.
რა დრო სჭირდება შეკვეთით ჩამოტანას?
შეკვეთით ჩამოტანის სტანდარტული ვადა დაახლოებით 2 თვეა. ეს ვადა მოიცავს წარმოებას, საერთაშორისო ტრანსპორტირებასა და საქართველოში ჩამოტანას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სეზონისა და ლოგისტიკური პირობების გათვალისწინებით, ვადა შესაძლოა მცირედით შეიცვალოს, რის შესახებაც მომხმარებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული.
როდის არის ოპტიმალური შეკვეთის გაფორმება?
საუკეთესო დრო პანელების შეკვეთისთვის არის ის ეტაპი, როდესაც რემონტი ჯერ კიდევ დაგეგმვის პროცესშია. ასეთ შემთხვევაში, სანამ მიმდინარეობს ელექტროობის, სანტექნიკის, იატაკის ან სხვა სამშენებლო სამუშაოები, პარალელურად მზადდება თქვენი შეკვეთაც. დაახლოებით ორი თვის შემდეგ, როდესაც კედლები უკვე მზად იქნება, პანელები პირდაპირ მონტაჟისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასეთი დაგეგმვა მნიშვნელოვნად ამცირებს ლოდინის პერიოდს და მთელი სარემონტო პროცესის ორგანიზებას უფრო ეფექტურს ხდის.
რა უპირატესობა აქვს დეკორატიული პანელების გამოყენებას რემონტის დროს?
დეკორატიული პანელები მნიშვნელოვნად ამარტივებს ინტერიერის დასრულების პროცესს. ტრადიციული მოპირკეთების შემთხვევაში, კედლის მომზადება ხშირად მოითხოვს რამდენიმე ეტაპს — ზედაპირის გასწორებას, ფითხით შევსებას, შპაკლს, დაგრუნტვას, შეღებვას და თითოეულ ეტაპს შორის გაშრობის ლოდინს. პანელების გამოყენებისას ეს პროცესი მნიშვნელოვნად მცირდება. მონტაჟის შემდეგ კედელი დაუყოვნებლივ იღებს დასრულებულ სახეს, რაც ზოგავს დროს, ამცირებს სამშენებლო ნარჩენებს და თავიდან აგარიდებთ ხანგრძლივ, მტვრიან და სველ სამუშაოებს.
რაზე მონტაჟდება დეკორატიული პანელები?
მონტაჟის მეთოდი დამოკიდებულია კედლის მდგომარეობასა და პროექტის სპეციფიკაზე. პანელები შესაძლებელია დამონტაჟდეს: ● გასწორებულ და მომზადებულ კედელზე ● თაბაშირ-მუყაოს (გიფსოკარდონის) კონსტრუქციაზე ● MDF-ის ან სხვა შესაბამის საყრდენ ზედაპირზე სწორი მონტაჟის მეთოდს განსაზღვრავს სივრცის მდგომარეობა და გამოყენებული პროდუქტის ტიპი. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი გუნდი გაგიწევთ ტექნიკურ კონსულტაციას.
შესაძლებელია თუ არა არსებული კედლის დემონტაჟის გარეშე პანელების მონტაჟი?
უმეტეს შემთხვევაში — დიახ. თუ არსებული კედელი მყარია, მშრალია და სტრუქტურულად გამართულია, დეკორატიული პანელების მონტაჟი შესაძლებელია მისი სრული დემონტაჟის გარეშე. ეს ამცირებს როგორც სამუშაოს მოცულობას, ასევე რემონტის ხანგრძლივობას.
რა მოხდება, თუ სასურველი დეკორი მარაგში არ არის?
თუ კონკრეტული დეკორი ადგილზე არ არის ხელმისაწვდომი, მისი შეკვეთა შესაძლებელია მწარმოებლის კატალოგიდან. ჩვენ დაგეხმარებით შესაბამისი დეკორის შერჩევაში, მოგაწვდით ნიმუშებს და შეკვეთის პროცესის განმავლობაში გაცნობებთ ყველა მნიშვნელოვან ეტაპს.
შესაძლებელია თუ არა ნიმუშის ნახვა შეკვეთამდე?
დიახ. რეკომენდებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დეკორის რეალურად ნახვა. ნიმუშზე უკეთ ჩანს ტექსტურა, ფერის ტონი და ზედაპირის ეფექტი, ვიდრე ეკრანზე ან ბეჭდურ კატალოგში.
დამეხმარებით თუ არა საჭირო რაოდენობის გამოთვლაში?
დიახ. თუ მოგვაწვდით კედლის ზომებს, პროექტის გეგმას ან ნახაზს, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ საჭირო რაოდენობის განსაზღვრაში და შეეცდება მინიმუმამდე დაიყვანოს მასალის დანაკარგი.
გთავაზობთ თუ არა მონტაჟის მომსახურებას?
საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გაგიწიოთ კონსულტაცია მონტაჟის პროცესთან დაკავშირებით და გაგიწიოთ რეკომენდაცია გამოცდილ სპეციალისტებზე, რათა პანელები დამონტაჟდეს მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად.
შეიძლება თუ არა ერთი ოთახის დასრულება მხოლოდ რამდენიმე დღეში?
დიახ. სწორად მომზადებულ ზედაპირზე დეკორატიული პანელების მონტაჟი ტრადიციულ სარემონტო პროცესთან შედარებით მნიშვნელოვნად სწრაფია. სწორედ ამიტომ, ისინი განსაკუთრებით პოპულარულია პროექტებში, სადაც დრო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია — კერძო ბინებში, ოფისებში, სასტუმროებსა და კომერციულ სივრცეებში.